მიხეილ რამიშვილი: მეუფე იაკობს სასამართლოში კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია

“ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს. კონკრეტულად იმ კითხვებზე არანაირად პასუხს არ სცემდა, რომელიც ვთქვათ, გასაგები იქნებოდა“,-ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე იაკობი სასამართლოს დამთავრებას ელოდება და პრეტენზიული კითხვები, როგორც საქმის, ისე მის მიმართაც აქვს.

“ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს, კონკრეტულად იმ კითხვებზე არანაირად პასუხს არ სცემდა, რომელიც ვთქვათ, გასაგები იქნებოდა. მხოლოდ ზოგადი ფრაზირებით იყო შემოფარგლული. მეუფე იაკობის განმარტებით, ის ელოდება სასამართლოს დამთავრებას და როგორც საქმის, ისე ჩემ მიმართ აქვს გარკვეული პრეტენზიული კითხვები”,- განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სასამართლოში პატრიარქის მდივანი – მამა მიქაელ ბოტკოველი და მამა დავით ჭინჭარაული იკითხებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები