„შორენა თეთრუაშვილმა ნაწილობრივ დაადასტურა, რომ რომ უკრაინიდან ხელნაწერების ჩატანა სთხოვა გიორგი მამალაძეს, თუმცა ციანიდთან დაკავშირებით თხოვნა უარყო“
“თეთრუაშვილმა ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას დეკანოზი გეგმავდა. მას კონკრეტული კითხვა დავუსვით, ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიციაო“,-ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილმა ნაწილობრივ დაადასტურა, რომ უკრაინიდან ხელნაწერების ჩატანა სთხოვა გიორგი მამალაძეს, თუმცა ციანიდთან დაკავშირებით თხოვნა უარყო.
“თეთრუაშვილმა ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას დეკანოზი გეგმავდა. მას კონკრეტული კითხვა დავუსვით, ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიციაო. შემდეგი კითხვა იყო, ჰქონდა თუ არა რაიმე საბაბი მამალაძეს, რის გამოც შეიძლებოდა დეკანოზს მოეკალით? მან თქვა, რომ მისთვის ასეთი საბაბი ცნობილი არ არის. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ამზადებდა თუ არა დეკანოზი თქვენს მკვლელობას, მან უპასუხა – არ ვიცი. კიდევ ერთი კითხვა, თქვენ მიირთმევდით თუ არა ტკბილს და შაქარს, ეს ფრაზა ვიდეოდანაა, სადაც საუბარი იყო რომ იმ ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდა, ვინც ტკბილს არ ჭამდა – თეთრუაშვილმა თქვა, რომ მე ჩვეულებრივად მივირთმევ ტკბილს და შაქარს, როგორც ყველა ჯანმრთელი ადამიანი. ამით დასტურდება, რომ ვიდეოდან ამოჭრილი ფრაზები შორენას არ განეკუთვნება. ჩვენ შევეკითხეთ, მზადდებოდა თუ არა 100 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით დეკანოზთან რაიმე სათხოვარი თუ ჰქონდა. მან ნაწილობრივ დაადასტურა, რომ უკრაინიდან ხელნაწერების ჩატანა სთხოვა, თუმცა ციანიდთან დაკავშირებით თხოვნა უარყო, რაზეც დეკანოზი მის ჩვენებაში საუბრობდა.”-განაცხადა ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაიკითხა. თეთრუაშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.