ბათუმის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურა ორ პირთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს

ბათუმის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 2 პირთან პროკურატურა 20 ივლისს საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას თენგიზ კახიძე ავრცელებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 დაკავებულის საქმის განხილვა დღეს განახლდა. პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს. დაკავებულები მზად არიან საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერონ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მათ ნახევრიდან ერთ წლამდე პატიმრობას შესთავაზებს.
ცნობისათვის, საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმდა ორ პირთან, რომლებიც 6-თვიან და 1-წლიან პატიმრობას დათანხმდნენ. პროკურატურა საპროცესო გარიგებას მხოლოდ აქციის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულ ჩხვირკიასა და ღოღობერიძეს არ სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები