სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი – “ბახალა” – დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი – “ბახალა”- გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე დაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის დააკავეს. მას თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები