უშიშროების საბჭოს მდივანი კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა. ამის შესახებ „კვირას“ უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, დავით რაქვიაშვილი საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ჩავა და იქ არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.
ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაანონსებული სადემარკაციო სამუშაოები ოკუპირებულ სოფელ იონჩასთან – ქარელის რაიონის სამ სოფელში – კნოლევში, ცერონსა და ავლევში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა.
საოკუპაციო ზოლის ამ მონაკვეთზე ე.წ. მანიშნებელი ერთი წლის წინ დამონტაჟდა. ე.წ. ბანერებიდან დაახლოებით ას მეტრში, რამდენიმე დღის წინ, რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის მონიშვნის შემდეგ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები