აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს.
კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენკო” შეასრულებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები