“რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აღშფოთებულნი არიან ამიერკავკასიაში არასტაბილური სიტუაციით, რომლის პროვოცირება ხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობით”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღშფოთებას გამოთქვამს ამიერკავკასიაში არასტაბილური სიტუაციის  გამო, რომლის პროვოცირებაც, მათ შორის,  საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობითაც ხდება.
როგორც სერგეი ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი მედოევთან შეხვედრაზე აღნიშნა, საჭიროა რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობის შეთანხმება.
„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, იმ სიტუაციაში, როდესაც ამიერკავკასიის რეგიონში არასტაბილურობაა, რომლის პროვოცირება, მათ შორის, ხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობით. აღნიშნულის მეშვეობით, ნატოს რეგიონში პოზიციების განმტკიცება სურს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, რა თქმა უნდა, ჩვენს აფხაზ მოკავშირეებთან ერთად, თანამშრომლობის შეთანხმება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, „რუსეთი მომავალშიც იმუშავებს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხეების ნეიტრალიზების კუთხით“.
„მივიჩნევთ, რომ ამ ძალისხმევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჟენევის დისკუსიებია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ვმუშაობთ მთავარ ამოცანაზე – ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებაზე“, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები