ანა ნაცვლიშვილი: მთავარია, მოხდეს ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პრემიერმა პოლიტიკური ძალების მხრიდან კომპრომისის არსებობას გაუსვა ხაზი.
“მთავარია, მოხდეს ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ვინაიდან არ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში კონსტიტუცია იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული დოკუმენტი”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლება წამოვიდეს დათმობაზე.
„ამ სიტუაციაში, ყველამ, უპირველესად მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, მაგრამ ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმაც, უნდა მოძებნონ დიალოგის და შეთანხმების რესურსი. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ რესურსის მოძებნას შევუწყოთ ხელი, მაგრამ საბოლოოდ, კომპრომისი უნდა შედგეს ამ ძალებს შორის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი შეეხება არჩევნების პროპორციულ სისტემას, რომელზე გადასვლაც არ შეიძლება იყოს გადავადებული. ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლება წამოვიდეს დათმობაზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამაც აჩვენოს დიალოგისა და კონსენსუსის რესურსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები