მაია ბითაძე ქბრბ საბჭოს სხდომას დაესწრო

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სხდომის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ევროკავშირის დელეგაციისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა მიმართეს.
სხდომაზე ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ერთწლიანი ანგარიში ასევე, წარმოდგენილი უწყებების სამომავლო გეგმები და რეკომენდაციები განიხილეს.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ევროკავშირის დელეგაციის, აშშ-ის საელჩოს, გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები