დანილო დელა ვალე: უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს – როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით
უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს – როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, დანილო დელა ვალემ განაცხადა.
„თუმცა, თქვენთვის გამოსავალი მაქვს. დახუჭეთ თვალები, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთშია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანა კლავს ასობით ჟურნალისტს. წარმოიდგინეთ, რომ ათასობით მოქალაქეს აპატიმრებენ სასამართლო პროცესის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ მთავრობა მხარს უჭერს ეთნიკურ წმენდას. წარმოიდგინეთ, რომ მინისტრები აცხადებენ, რომ ერის განადგურება სურთ. წარმოიდგინეთ, რომ მთავრობა კლავს ათასობით ადამიანს, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. დიახ, შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ, რადგან ბოლო 9 თვის განმავლობაში, კენჭს ვუყრით რეზოლუციებს საქართველოს შესახებ და არაფერი გვითქვამს პალესტინაში გენოციდზე“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.