“დავიჯერო, ასეთი იდიოტი იყო “ზარალა”, რომ იარაღი ხელბარგით მიჰქონდა და არ იცოდა, რომ აეროპორტში არ გაატანდნენ?” – ანჯაფარიძე

“დავიჯერო, ასეთი იდიოტი იყო “ზარალა”, რომ იარაღი ხელბარგით მიჰქონდა და არ იცოდა, რომ აეროპორტში არ გაატანდნენ?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სპეცსამსახურის წარმომადგენელი ხომ არ არის? ან რაში სჭირდებოდა მასზე გაფორმებული იარაღი უცხოეთში? და თუ დასჭირდებოდა ადგილზე ვერ იშოვიდა? ძალიან თეთრი ძაფებით ნაკერი ამბავი მგონია”, – წერს ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, “სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, რამიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები