ტრამპი ადასტურებს, რომ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრას გამართავს – უიტკოფი იმედოვნებს, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმება მიიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ის დღეს საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნება ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების უზრუნველყოფის საკითხები.

„ჩვენ ვისაუბრებთ… თითქმის მხოლოდ ღაზაზე“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს კაბინეტის სხდომაზე.

„ჩვენ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ. ღაზა ტრაგედიაა. მეც და [ნეთანიაჰუსაც] გვსურს მისი მოგვარება. ვფიქრობ, მეორე მხარესაც სურს მისი მოგვარება“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა „ჰამასზე“ მითითებით, სანამ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს აზრის გამოთქმას სთხოვდა.

უიტკოფის თქმით, დოჰაში კვირას მიმდინარე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ დარჩენილი ოთხი საკითხიდან სამი მოგვარდა.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ კვირის ბოლოსთვის გვექნება შეთანხმება, რომელიც 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოგვიტანს“, – აღნიშნა უიტკოფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები