სულხან თამაზაშვილი: თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი – ამით ძალიან გახარებულები ვართ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„[რიჟვაძე] იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვერ გიპასუხებთ, სამართალდამცავებს უნდა მიმართოთ. ახლა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სულხან თამაზაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად მივიდა. საავადმყოფოში ასევე იყო ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები