გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიამ შექმნა პრეცედენტი, რომ საქართველოში ვეღარავინ უნდა გაბედოს ისეთი რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც გადადგამს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს

„საგამოძიებო კომისიამ შექმნა პრეცედენტი, რომ საქართველოში ვეღარავინ უნდა გაბედოს ისეთი რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც გადადგამს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ამ კომისიამ შექმნა პრეცედენტი, რომ საქართველოში ვეღარავინ უნდა გაბედოს ისეთი რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც გადადგამს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, აწამებს ხალხს, წაართმევს ბიზნესს, ქონებას, გაუაზრებელი ქმედებით დააკარგვინებს ტერიტორიებს ქვეყანას. ამ დასკვნაში, როდესაც საზოგადოება გაეცნობა, იქნება საჭიროზე მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაცია, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“ და მისი შვილობილი პარტიები, არ უნდა არსებობდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, კომისიამ საჯარო სხდომები გუშინ დაასრულა და დასკვნის მომზადებაზე მუშაობა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები