მარსელში ტყის ხანძარს ებრძვიან – დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის 9 მეხანძრე (ფოტო)

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 მეხანძრეა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით,  მარსელის ჩრდილოეთით, ლე პენ-მირაბოს ქალაქთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 168 მეხანძრე იყო მობილიზებული.

როგორც ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის 700 ჰექტარი მიწა დაიწვა და 10-ზე მეტი შენობა დაზიანდა.

ადგილობრივი პრეფექტის ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერის თქმით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყის ხანძრების გამო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტის მარსელ პროვანსის დახურვა გახდა საჭირო.

ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები