შარმანაშვილი – გახარიას: თქვენ სერიოზული მატყუარა ადამიანი ბრძანდებით და უპასუხისმგებლო, პროვინციული გაგების სერიოზული მატყუარა

“თქვენ სერიოზული მატყუარა და უპასუხისმგებლო ადამიანი ბრძანდებით. პროვინციული გაგების სერიოზული მატყუარა, მეტი არაფერი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა და ყოფილ შსს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით კომისიას დისტანციურად ერთვება.

შარმანაშვილი გიორგი გახარიას რეპლიკას გამოეხმაურა, რომელმაც მას „პუტჩისტი“ უწოდა.

„ან მაგას დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ანდა კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ. არ გიჩივლებ, ახლა კიდევ მადევნინეთ თქვენი თავი, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები