ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა.
მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.
კლინიკაში ასევე იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
პრემიერ-მინისტრს მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.