ქადაგიშვილი – ჩორჩანას ეპიზოდზე: როდესაც ჩვენ მივდიოდით საკითხის დაკონკრეტებამდე, აღმოჩნდა, რომ გახარიას პასუხი არ აქვს

“როდესაც ჩვენ მივდიოდით საკითხის დაკონკრეტებამდე, აღმოჩნდა, რომ გახარიას პასუხი არ აქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ონლაინ ჩართვა შეაფასა.

“ვნახეთ, რომ გახარიას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მივდიოდით საკითხის დაკონკრეტებამდე, აღმოჩნდა, რომ პასუხი არ აქვს.

მან აღიარა, რომ იქ შედიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ახლა ვეღარ შედიან. შევთავაზეთ კიდეც, წადით იმ ადამიანებთან ერთად და შედით იმ ტერიტორიაზე.

მისი ეს ზოგადი ფრაზები, ეფექტური კონტროლის განხორციელება, აღმოჩნდა აბსურდულად ზოგადი ფრაზა, რომლითაც უნდოდა შეენიღბა ის, რაც მის ქმედებებს მოყვა იმ ტერიტორიაზე”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები