გორში სროლა იყო – დაჭრილია ერთი პირი

გორში, სადგურის დასახლებაში, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კეცხოველის ქუჩაზე მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილობრივების თქმით, მათ დაახლოებით 8 გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 236-ე მუხლებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები