თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ნაზღაიძის ძმის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ნაზღაიძის ძმის, ზვიად ნაზღაიძის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკრებულოს 23.12.16 წლის N 419 განკარგულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იყო დარღვეული.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსარჩელეების: სევდია უგრეხელიძის, მამუკა ახვლედიანის, ხათუნა სამნიძის, ზაზა ვეკუას, შორენა ბუხრაშვილის, ალექსანდრე ელისაშვილის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, სარჩელის დაუშვებლობის გამო. მხარეთა შორის დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება წარმოადგენდა. სადავო განკარგულება, ზვიად ნაზღაიძისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და მის საკომპენსაციოდ თანხისა და სხვა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემას ეხებოდა. სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკრებულოს 23.12.16 წლის N419 განკარგულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იყო დარღვეული“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზოციონერი დეპუტატები, სასამართლოს იმ დადგენილებას გაასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც, სასამართლომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე წარმოება შეწყვიტა. სევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს დადგენილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები