სევდია უგრეხელიძე: მოსამართლემ ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე წარმოება შეწყვიტა

თბილისის საკრებულოს ოპოზოციონერი დეპუტატები სასამართლოს იმ დადგენილებას ასაჩივრებენ, რის თანახმადაც, სასამართლომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე წარმოება შეწყვიტა. საკრებულოს დეპუტატის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მოსამართლე ბუაჩიძემ საქმე იმის გამო შეწყვიტა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობა. შუამდგომლობას საფუძვლად საკრებულოს დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლა დასახელდა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა. საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მათ არანაირი ვადა არ დაურღვევიათ.
„ჩვენდა გასაკვირად, მოსამართლე ბუაჩიძემ შეწყვიტა საქმე იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობა. საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დადგა იმ მოტივით, რომ ჩვენ გასაჩივრების ვადა გავუშვით და არ გაგვაჩნია იურიდიული ინტერესი. არ ჩაგვიბარებია ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ქართულმა სასამართლომ არ მოისურვა დეტალებში შესვლა, რათა განეხილა, თუ როგორ ნიავდება თბილისის ქონება. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მე პირადად, მაქვს განცდა, რომ საქმე გვაქვს ზეგავლენასთან, რადგან აქამდე, ამ საქმის განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები