თამარ ჩუგოშვილი: თუ მიდგომები შეიცვლება, კონსენსუსიც მიიღწევა

 ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით და შეთანხმებაზე წასვლა კიდევ არის შესაძლებლი“ , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საკოსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. “საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი არის პოზიტიური, კარგი და სწორი.
მაგრამ პოლიტიკური პროცესი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რთულდება და შეთანხმება ჭირს. იმედი მაქვს, კიდევ არის შანსი, რომ რამდენიმე თემაზე, იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებსაც რაციონალური მიდგომები გააჩნიათ, საუბარი მოხერხდება. თუმცა, დეტალებზე საუბარი ჯერ გამიჭირდება”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში.
იყო მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელი იყო – ,,ჩნდებოდა განცდა, რომ ამის მიზანი შეთანხმების მიუღწევლობა იყო. თუ მიდგომა შეიცვალა, მაშინ შეთანხმება შესაძლებელი გახდება”, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები