ვენუს ულიამსი ავარიაში მოჰყვა

ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი ვენუს უილიამსი ავარიაში მოყვა. ავარიაში 78 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც სხვა ავტომობილში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ინციდენტი ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ავტომობილი, რომელსაც უილიამსი მართავდა,  გზაჯვარედინზე მეორე მანქანას დაეჯახა, რომელშიც 78 წლის ჯერომ ბაირონი და მისი მეუღლე ისხდნენ.
ჯერომი მძიმედ დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მამაკაცი ორ კვირაში გარდაიცვალა. მისი მეუღლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ავარია 37 წლის სპორტსმენის მიზეზით მოხდა.  უილიამსის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები