მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს

ერაყის ქალაქი მოსული, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალები სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ, ჯიჰადისტებისგან გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “independent”- ი ავრცელებს. მებრძოლების დიდი ნაწილი განადგურებულია, ასევე, გათავისუფლებულია მეჩეთის უბანი. აღსანიშნავია, რომ ისლამისტებმა ე.წ. სახალიფოს შექმნის შესახებ სწორედ აღნიშნულ მეჩეთში გამოაცხადეს.
ამ დროისთვის, ქალაქში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები