მოსულის რამდენიმე რაიონში, რომელიც სამთავრობო ძალებმა დაიკავეს, ტერორისტებმა თავდასხმები განახორციელეს
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულში ანტიტერორისტული ოპერაციის ტემპები შეანელეს, ვინაიდან რამდენიმე რაიონში, რომელიც სამთავრობო ძალებმა დაიკავეს, ტერორისტებმა თავდასხმები განახორციელეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კვირის შემდეგ „ბოევიკებმა“ რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს იმ რაიონებში, რომლებიც გათავისუფლებულად ითვლებოდა.
ამის გამო ერაყელმა სამხედროებმა მოსულის ძველი ქალაქიდან შეიარაღებული ძალების ნაწილი ისევ იარმუქის და თანაქის რაიონებში გადაისროლეს.
„ბოევიკებს“ რომლებმაც კონტრშეტევა განახორციელეს, შიიტი მოხალისეების ფორმები ეცვათ.