აშშ-ის თავდაცვის მდივანი პუტინს მრავალი უსიამოვნების შექმნაში ადანაშაულებს

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საზღვარგარეთ მრავალი უსიამოვნების შექმნაში დაადანაშაულა. მეტისმა ამის შესახებ გერმანიის უნივერსიტეტში ლექციის დროს განაცხადა. მან ასევე დაამატა, რომ ასეთი პოლიტიკა რუსეთის მოსახლეობას „იმედის დაბრუნებაში არ დაეხმარება“.
“რუსეთის ლიდერი მის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალ უსიამოვნებას ქმნის. მაგრამ ეს ქვეყანას კეთილდღეობას ვერ მოუტანს და მის მოსახლეობას იმედს ვერ დაუბრუნებს“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
„ბი ბი სის“ ცნობით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მეტისი ევროპაში უკვე მეოთხედ იმყოფება. წინა ვიზიტების დროს მთავარი თემა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განხილვა, მათ შორის ფინანსური საკითხები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები