ტრამპმა „ენერგეტიკული დომინირების“ სტრატეგია წარმოადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეგმა წარმოადგინა, რომლის მიზანი შეერთებულ შტატებში ნავთობის და გაზის მოპოვების  და ენერგორესურსების ექსპორტის სტიმულირებაა. ტრამპი ასე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და მოკავშირეებისთვის იაფი საწვავის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ტრამპმა გეგმის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადა.
გეგმის სახელწოდებაა „ენერგეტიკული დომინირება“, რაც ტრამპის მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი თეზისი გახდება.
ტრამპი ენერგეტიკული სფეროს სახელმწიფო რეგულირების შემცირებას და ენერგორესურსების ექსპორტისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას გეგმავს.
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის რიკ პერის განცხადებით მომავალში თხევადი აირის ექსპორტი იგეგმება. ასევე აშშ-ის მთავრობა ქვანახშირის ექსპორტის გაზრდას და ამ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურების მავნე გამონაბოლქვების შემცირების ტექნოლოგიების შექმნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები