კანადელი სამხედრო ინსტრუქტორები ერაყში დარჩებიან

კანადელი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც ერაყში ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობენ, ამ ქვეყანაში მომავალშიც დარჩებიან და მოკავშირეებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ჩრდილოეთ ერაყში ადგილობრივ სამხედროებს ვწვრთნით. კანადა ამ მისიას გააგრძელებს“ – განაცხადა ტრიუდომ. მან ასევე დაამატა, რომ კანადელი სამხედროები საბრძოლო ოპერაციებში არ მონაწილეობენ.
2014 – 2016 წლებში კანადის სამხედრო-საჰაერო ძალები სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავდნენ. შემდეგ კანადამ საჰაერო ოპერაცია შეწყვიტა, ხოლო ჩრდილოეთ ერაყში მყოფი სამხედროების რაოდენობა 69-დან 230-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები