კოლუმბიაში კორუფციასთან მთავარი მებრძოლი კორუფციისთვის დააკავეს

კოლუმბიის მთავრობის ანტიკორუფციული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ლუის გუსტავო მორენა რივერა მექრთამეობისთვის და  ფულის გათეთრებისთვის  ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში დააკავეს.
კოლუმბიელი მაღალჩინოსნის დაკავება აშშ-ის ხელისუფლების თხოვნით განხორციელდა.  რივერას და იურისტ ლეონარდო გომესს ბრალი მაიამის სასამართლომ წაუყენა. მას აშშ-ში ექსტრადირება ემუქრება.
„კორუფციის ინდექსში“ კოლუმბია 90-ე ადგილზეა ზამბიასა და ინდონეზიას შორის. შესაბამისი კვლევა ორგანიზაცია “Transparency International”-მა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები