ვერტმფრენმა ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ცეცხლი გაუხსნა

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენმა ცეცხლი გაუხსნა. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა, რისი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა.
მადუროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა.  თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ნიკოლას მადურო ტელევიზიით გამოდიოდა.
ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ვერტმფრენს, შესაძლოა, პოლიციის ოფიცერი ოსკარ პერესი მართავდა. სოციალურ ქსელებში მისი ვიდეომიმართვა გავრცელდა. პერესმა პრეზიდენტ მადუროს გადადგომისკენ მოუწოდა და არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები