ნიუ-იორკის მეტროში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა – 34 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. 34 ადამიანი დაშავდა, აქედან 17-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სახანძრო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, მგზავრების მიერ მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მგზავრებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ გვირაბებში გაჭედილ მატარებლებში ერთ საათზე მეტი გაატარეს, ვიდრე ისინი მაშველებმა გამოიყვანეს. ავარიამ ნიუ-იორკის მატარებლების მოძრაობაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები