გაერო განვითარებულ ქვეყნებს ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარებულ ქვეყნებს ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
ექსტრემიზმი, ტერორიზმი, დისკრიმინაცია და ქსენოფობია – ამ მიზეზებით 70 მილიონამდე ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი.
გაეროს მონაცემებით, ლტოლვილთა ნახევარზე მეტი 18 წლამდე ასაკისაა. 2016 წელს თავშესაფარი დამატებით 2-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. გაეროს მონაცემებით, ლტოლვილთა ნახევარზე მეტი 18 წლამდე ასაკისაა.
მსოფლიოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ექსტრემიზმი, ტერორიზმი, დისკრიმინაცია და ქსენოფობია – ამ მიზეზებით ბოლო წლებში 70 მილიონამდე ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი.
მიმდინარე წელს მსოფლიოში მიგრანტებისთვის 43%-ზე ნაკლები ადგილია გათვალისწინებული, ვიდრე შარშან. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იუწყება.
2016 წელს მსოფლიოს 193-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით ისინი ლტოლვილთა განთავსების ვალდებულებას იღებენ. ყველაზე მეტი ლტოლვილი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, აფრიკის ქვეყნებში იმყოფება – იქ ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილია.