აშშ-ის და ინდოეთის ლიდერებმა ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს

აშშ და ინდოეთი ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოორდინაციას გააძლიერებენ. ეს საკითხები დონალდ ტრამპმა და შეერთებულ შტატებში მყოფმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნერენდრა მოდიმ განიხილეს.
„ავღანეთში არსებული არასტაბილური მდგომარეობა ჩვენს შეშფოთებას იწვევს. აშშ და ამერიკა ავღანეთში აღდგენის და მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკითხებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“, – განაცხადა ნერენდრა მოდიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე დაამატა, რომ ტერორიზმთან უფრო აქტიური ბრძოლისთვის სადაზვერვო ინფორმაციის ურთიერთგაცვლაა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები