უკრაინაში მასიური კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინაში მეტროზე, აეროპორტზე და საბანკო სექტორზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა. კიევის მეტროში საბანკო ბარათებით მგზავრობის გადახდა შეუძლებელია.
უკრაინის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კიბერშეტევა რამდენიმე ბანკზე და სახელმწიფო უწყებებზე განხორციელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰაკერებმა უცნობი ვირუსი გამოიყენეს.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, ჰაკერებმა „ბორისპოლის“ აეროპორტის საინფორმაციო სისტემები დაბლოკეს. ასევე, კიბერშეტევა კომპანია „უკრენერგოზე“ განხორციელდა, რომელიც კიევს ცხელ წყალს და გათბობას აწვდის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეუძლებელია უკრაინის მთავრობის, ენერგეტიკის სამინისტროს და ნახშირის მრეწველობის სამინისტროს საიტებზე შესვლაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები