თეთრი სახლი: ბაშარ ასადი ახალ ქიმიურ შეტევას ამზადებს

ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში კიდევ ერთ ქიმიურ შეტევას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სახელით, სპაისერმა განაცხადა, რომ თუ ეს მოხდება, ასადის ჯარს ეს ძალაინ ძვირი დაუჯდება.
სპაისერმა განაცხადა, რომ ასადის ძალები ისეთივე შეტევას აპირებენ, როგორიც 4 აპრილს მოხდა. მას ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეტევა ჰან შეიჰუნის რაიონში საავადმყოფოზე განხორციელდა.
ბაშარ ასადის რეჟიმი ქიმიური შეტევის ფაქტს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები