ტრამპი მიგრანტებთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სუფთა გამარჯვებას უწოდებს

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიგრანტებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუფთა გამარჯვებას უწოდებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ეს გადაწყვეტილება მე საშუალებას მაძლევს, რომ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ 7 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა. ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ გააუქმა, თუმცა ტრამპმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
უზენაესი სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში ჩასვლა ამერიკელთა უფლებებს არ არღვევს და პრეზიდენტს მისი ამოქმედება შუძლია. ეს გადაწყვეტილება დროებითია, ამ საქმეს სასამართლო დამატებით ოქტომბერში განიხილავს, თუმცა მანამდე ბრძანებულება ძალაში იქნება.
ცნობისთვის, 6 მარტს ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების მიხედვით, შეერთებულ შტატებში 90 დღის განმავლობაში ირანის, იემენის, ლიბიის,მ სირიის, სომალის და სუდანის მოქალაქეებს ჩასვლა აეკრძალათ. პრეზიდენტის პირველ ბრძანებულებაში ერაყიც იყო მოხსენიებული, თუმცა შემდეგ ის ჩამონათვლიდან ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები