ევროკომისიამ „გუგლი“ 2 მილიარდ 420 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ევროკომისიამ კომპანია „გუგლი“ 2 მლრდ. 420 მლნ. დოლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი კომპანიის მიერ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევა სახელდება. ამის შესახებ „ბი ბი სი’ იუწყება.კომისიამ დაადგინა, რომ „გუგლი“ სამძებრო სისტემების ბაზარზე დომინანტის პოზიციით ბოროტად სარგებლობს და ძებნის დროს „გუგლის“ სხვა პროდუქტებს პრიორიტეტს ანიჭებს. კომპანიაში უკვე განაცხადეს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას გაასაჩივრებენ.
ევროკომისია გუგლის წინააღმდეგ გამოძიებას 2010 წლიდან აწარმოებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიას რამდენიმე კომპანიამ საჩივრით მიმართა. მათ შორის კომპანია „მაიკროსოფტიც“ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები