“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს შაბათს წარადგენს
“ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს შაბათს, 1-ელ ივლისს წარადგენს. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააჟღერა. მისი თქმით, წარდგენამდე, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.