ბიძინა გიორგობიანი: საქართველოში რევოლუცია ვერ განხორციელდება

„არასტაბილური კავკასია ძალიან ბევრ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეს აწყობს და განსაკუთრებით აწყობთ ისეთ ძალებს, რომელთაც არ სურთ საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე გაიაროს ერთი სარტყლის, ერთი გზის პროექტმა, რომელიც აქ მოიტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას და მშვიდობას,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“,  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არიან ევროკავშირში ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სურთ, რომ ევროკავშირი და ჩინეთი იყვნენ ერთმანეთთან ღრმა სავაჭრო ურთიერთობებით დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის გავლით.

„ყველა საშუალებით ცდილობენ, რომ ეს პროექტი ჩაიშალოს, ისე როგორც თავის დროზე ცდილობდნენ ჩაშლილიყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. სამხრეთ კავკასია არის ერთადერთი რეგიონი, ერთადერთი გზა დარჩენილი იმისთვის, რომ ცენტრალური აზია, ჩინეთი და აღმოსავლეთის ქვეყნები დაუკავშირდნენ დასავლურ ბაზრებს. რა თქმა უნდა, ეს გზა და ეს კავშირი არ არის რუსეთის ინტერესებში, რომ მისი გვერდის ავლით განხორციელდეს ასეთი დიდი პროექტი ისევე როგორც არ აწყობს რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს, რომლებიც იყენებენ ევროკავშირის სტრუქტურებს, როგორც საკუთარ მარიონეტებს და მათ შორისაა საფრანგეთი და ინგლისი. ძალიან უცნაურად იქცევა გერმანია, ძალიან მილიტარისტულ რელსებზე გადავიდა და მათი კანცლერის უკანასკნელი განცხადებები ყველას ტოვებს გაკვირვებულს. არიან ევროკავშირში ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სურთ, რომ ევროკავშირი და ჩინეთი იყვნენ ერთმანეთთან ღრმა სავაჭრო ურთიერთობებით დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის გავლით.

რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. რევოლუციებს, სახელმწიფო გადატრიალების ამ მეთოდს რომელიც, მოიცავს სახალხო მღელვარებას, აქვს რამდენიმე წინაპირობა და ამ წინაპირობებიდან არცერთი საქართველოში დღეისათვის არ არის ძალაში. ეს წინაპირობებია, რომ ხელისუფლება უნდა იყოს სუსტი, ხელისუფლება უნდა იყოს დეზორიენტირებული, უნდა გააჩნდეს რაღაც გარკვეული სეგმენტები, რომლის ჩამოშლაც შეუძლია გარე აქტორებისგან წახალისებულ ფინანსებს ან სხვა რაღაც მოსყიდვის საშუალებებს და უნდა არსებობდეს სამოქალაქო უკმაყოფილება. აქედან, ჩემი ჩამოთვლილიდან, საქართველოში არცერთი სახეზე ჩვენ არა გვაქვს, შესაბამისად რევოლუცია ვერ განხორციელდება საქართველოში, ვინაიდან ქართველმა ხალხმა საკუთარ ტყავზე გამოცადა, თუ რა მოაქვს რევოლუციებს, სამოქალაქო დაპირისპირებას, პუტჩს, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ 92 წელს და მისი შედეგები დღემდე არ არის შეფასებული და აღმოფხვრილი ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ეს არ უნდა გაიფიქროს არც ვინმე იუკნევიჩიენემ და კუბილიუსმა,”- აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები