ორბანმა ზელენსკის კომიკოსი უწოდა, რომელიც პრეზიდენტის როლს ასრულებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი ტიპის პოლიტიკოსია – მსახიობი ან კომიკოსი, რომელიც პრეზიდენტის როლს ასრულებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ კიევში ზელენსკის შეხვდა, გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის კონფლიქტში არსებული ვითარება უარესდებოდა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსვლით, კიევს მხოლოდ ევროკავშირის დახმარების იმედი ექნებოდა, ამის თავიდან ასაცილებლად კი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება ურჩია.

ორბანის თქმით, ზელენსკიმ აღნიშნული წინადადება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ დრო უკრაინის მხარესაა.

„მიზეზი ის არის, რომ გაჩნდა პოლიტიკოსის ან პიროვნების ახალი ტიპი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამას წავაწყდი. რა უნდა ვუწოდოთ მას? ეს ერთგვარი პოლიტიკური გავლენიანი პირია, პოლიტიკური მსახიობი ან, საბოლოო ჯამში, კომიკოსი. ანუ, ადამიანი, რომელიც ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდა, რისთვისაც წარსულს არ მოუმზადებია… და მაინც, მან გადაწყვიტა პრეზიდენტის როლის შესრულება და, ფაქტობრივად, პრეზიდენტის როლს ასრულებს“, – აღნიშნა ორბანმა YouTube არხ Patriota-სთან ინტერვიუში.

მანვე დასძინა, რომ ზელენსკისთან „უფრო ღრმა კავშირებზე“ საუბარი სცადა.

„დავინახე, რომ ეს არ მუშაობს და სინამდვილეში კომიკოსის წინ ვზივარ“, – თქვა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები