პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,ევროპის პარლამენტმა, საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით, მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა.
ღირებულებითი აღრევა – სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ”,- წერს პაპუაშვილი.