ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გარკვეული ევრობიუროკრატები მეტი აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში
„არანაირ ადეკვატურობასთან ამას კავშირი არ აქვს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ ჩანაწერს საქართველოს სვიფტის სისტემიდან გათიშვის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გარკვეული ევრობიუროკრატები მეტი აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ახალი წინადადებების გაჩენით იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – მათ პულსზე ხელი არ უდევთ, ვერ ხვდებიან, რომ ეს მათთვის კონტრპროდუქტიულია. არასერიოზულად არის უკვე ეს რეზოლუციები და დებატები აღქმული ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თავში. თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ მათთვის ეს დამატებითი ჟანგბადია, გადახედონ თავიანთ რეიტინგებს. დარწმუნებული ვარ, შიდა კვლევებს ატარებენ და დარწმუნებული ვარ, იციან რაც არის რეალობა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.