აშშ ალჟირიდან, ლიბიიდან და ერაყიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ექვსი ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს, ტარიფები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება.

„ალჟირის, ლიბიის, ერაყისთვის – 30 პროცენტი;

ბრუნეისა და მოლდოვისთვის – 25 პროცენტი;

ფილიპინებისთვის – 20 პროცენტი“, – აღნიშნავს თეთრი სახლის ლიდერი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა 4 ივლისს განაცხადა, რომ ის დაიწყებდა უცხო ქვეყნებისთვის შეტყობინებების გაგზავნას ახალი გადასახადების შესახებ, რომლებიც 10 და 40 პროცენტიდან 60 ან 70 პროცენტამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები