აშშ-ის ელჩის მოადგილემ სუს-ის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.
ნიკოლას ბერლინერმა მადლობის სიგელები სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსს, ირაკლი ჩიმაკაძეს და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს უფროსს, მერაბ შენგელიას გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები