სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 15 მესაზღვრეს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს. თეორიული ნაწილის ფარგლებში, სწავლების მონაწილეებმა შენობის იზოლირების, შენობასთან მისვლის, საბრძოლო ჯგუფის განლაგების, ასევე, შენობის შიგნით სწრაფად შეღწევისა და გადაადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავდა: საბრძოლო ამოცანების შესრულებისას დროული რეაგირების, სწრაფი ტემპის შენარჩუნების, კონტროლის, უსაფრთხოების ზომების დაცვის, შენობაში შეღწევის, წმენდისა და დაკავების საკითხებს. მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები