14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ძალისხმევით, მონტენეგროსა და საქართველოს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მონტენეგროს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა დადარჩენა, არაუმეტეს 30 დღისა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ელჩის,ზაზა კანდელაკის შეხვედრა მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, სელიმ ლიკასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები