ნინო წილოსანი: ოპოზიციური ფრთა საკუთარ ამომრჩეველს იმედს უცრუებს

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო პროცესში ოპოზიციის მხრიდან უარის თქმას უპასუხისმგებლო საქციელს უწოდებს.
“ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სატელევიზიო ეთერებზე მუშაობა უფრო ეხალისებათ, ვიდრე რეალურ სამუშაო სივრცეში. საკონსტიტუციო ცვლილებების დატვირთული სამუშაო პროცესისთვის თავის არიდება ამისი ნათელი მაგალითია.
მათი პირდაპირი დანიშნულებაა ოპონირება გაუწიონ პროცესებს და მონაწილეობა მიიღონ პროცესებში. ამით ისინი იმ ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ ვინც მათ ხმა მისცა.
თუ თავად დაავიწყდათ მინდა გავახსენო რომ 2016 წელს თავად ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და ამ ფაქტის სულ სხვა შეფუთვით ცდილობენ საზოგადოებისთვის მიწოდებას. ამით ამაოდ ცდილობენ საკონსიტუციო ცვლილებების პროსესის გაუფერულებას.
მე მინდა მათ ვუთხრა ჩვენ სხვებისგან განსხვავებით ვაცნობიერებთ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას და ვიღებთ გადაწყვეტილებს.
არ მივცემთ საშუალებას დესტრუქციულ ძალებს შეგვიშალოს ხელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესის გატარებაში.
სწორედ ამისთვის აგვირჩია მოსახლეობამ და ამას მოელის ჩვენგან საზოგადოება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები