“საკონსტიტუციო რეფორმაში ოპოზიციური პარტიების წვლილი მცირეა”

უმრავლესობის დეპუტატის, სოფო კილაძის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, მეცნიერებმა, გაცილებით უფრო დიდი წვლილი შეიტანეს საკონსტიტუციო რეფორმაში, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა.
“ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, მეცნიერებმა, გაცილებით უფრო დიდი წვლილი შეიტანეს საკონსტიტუციო რეფორმაში, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა. დემოკრატიაში მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ, რომელიც, ასევე ამომრჩევლის მიერ გადახდილი ფულით ფინანსდება, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. თუ რამეში არ გვეთანხმებიან, ოპონირება ბოლომდე უნდა გასწიონ ღირსეულად. დემოკრატია, მათ შორის, არის აზრთა ჭიდილის და არგუმენტირების პროცესი. რეფორმის პროცესიდან გაქცევა, ბოიკოტირება, ვფიქრობ, უპასუხისმგებლობაა და ჩვენს დემოკრატიას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს. ხელფასი, გაქცევასა და უმოქმედობაში კი არა, საქმის კეთებაში უნდა აიღონ. არც ის დაგვვიწყებია, რომ 2016 წელს სწორედ ოპოზიციამ ჩააგდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამიტომ, ამათი მხრიდან თითის ჩვენზე გამოშვერა, აშკარად მათ ორმაგ სტანდარტსა და მიკერძოებულობაზე, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე მიუთითებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები