„ის ბრალდებები, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა ფორსირებულად მიმდინარეობს, საფუძველს არის მოკლებული“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით, ის ბრალდებები, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა ფორსირებულად მიმდინარეობს, საფუძველს არის მოკლებული. მისი განმარტებით, კონსტიტუციურ კანონპროექტებზე მუშაობის პროცესი 4-5 თვეა მიმდინარეობს და აღნიშნული პერიოდი ფორსირებულად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. გიორგი ვოლსკიმ კომენტარი უმრავლესობის შიგნით გამართულ კონსულტაციებზეც გააკეთა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
„ უმრავლესობაში გაერთიანებული არიან ისეთი პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი ისტორიული პოლიტიკური ინტელექტის მატარებლები არიან და საკმაოდ კრიტიკულებიც იყვნენ ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით. კონსულტაციების შედეგად, მივაღწიეთ კონსენსუსს და შეთანხმებას და ეს არ ნიშნავს პარტიულ ყრილობას, როგორც ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებში იკვეთება. ვენეციის კომისიასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიდის და რასაკვირველია, შიგნით არ ვართ ჩვენ მარტო, რაღაც პოზიციაზე. ჩვენთან გუნდში სხვადასხვა აზრები არსებობს, სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები, სულ მცირე, ოთხი, რომელთაც თავიანთი პოზიცია გააჩნიათ და გარწმუნებთ, რომ არცერთი მათგანი არაფრით – არც ხალხთა რაოდენობით, არც წევრთა რაოდენობით, ნაკლებნი თუ მეტნი არიან იმ პარტიებზე, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, აქტიურად გამოდიან”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები