ნინო წილოსანი: უარი ჩართულობაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, საკუთარი ამომრჩევლის ღალატია

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის აუხსნელია ოპოზიციური პარტიების უარი ჩართულობაზე.
წილოსანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა უფრო მეტი იმუშავეს, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა.
„მეორე დღეა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
დღეს მეორე მოსმენისთვის კომიტეტზე ძალიან ბევრი საკითხი დაზუსტდა და შეიცვალა.
ჩემთვის აუხსნელია ოპოზიციური პარტიების უარი ჩართულობაზე, მაშინ, როცა მათი პირდაპირი დანიშნულებაა, მონაწილეობა მიიღონ და ოპონირება გაგვიწიონ.
ეს საქციელი არაფერია, თუ არა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, ეს მათი მხრიდან ღალატია საკუთარი ამომრჩევლისაც და უბრალოდ, გაუგებარია, რაში იღებენ ისინი თუნდაც ხელფასს ?
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა უფრო მეტი იმუშავეს, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა.
ისინი ეკრანის წინ უფრო ინტენსიურად მუშაობენ, ვიდრე რეალურ სამუშაო სივრცეში – ეს არის მათი სახე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები